domingo, 22 de marzo de 2015

ივანე თუმანიშვილი


(1884-1937)




ივანე თუმანიშვილი პროფესიით იურისტი და დიპლომატი, ქართველ თავადაზნაურთა კათოლიკური  ოჯახის წარმომადგენელი იყო. დაიბადა 1884 წლის  14 აგვისტოს ქალაქ თბილისში. მამა - ალფონს თუმანიშვილი,  დედა, ვერონიკა ზუბალაშვილი, (თბილისის სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოს (ე.წ."არამიანცი") დამაარსებელთა  შთამომავალი. ჰყავდა ერთი ძმა, მიხეილი, რომელიც ადრეულ ასაკში, ჭლექის დაავადებით გარდაიცვალა.
ივანე სამართალმცოდნეობას საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში დაეუფლა. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ჰყავდა მეუღლე მართა ვაჩნაძე და ერთი ქალიშვილი ვერონიკა. (შემდგომში თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ დამსახურებული პედაგოგი)
 XX საუკუნის ოციან წლებში მუშაობდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დიპლომატიური განყოფილების გამგედ. ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა აჭარის რეგიონის სოფ. მახუნცეთში,  სადაც მუშაობდა აჭარისწყლის ჰესის სამმართველოს მდივნად.  

1937 წლის 26 თებერვალს ე.წ. ფაშისტური აგიტაციის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებულ იქნა ქ. ბათუმში, ხოლო 1937 წლის 17 სექტემბერს მიესაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იმავე დღეს იქნა მოყვანილი საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სამხედრო კოლეგიის მიერ. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

ივანე და მიხეილ თუმანიშვილები





ივანე, მიხეილ თუმანიშვილები დედასთან ერთად







მართა ვაჩნაძე, ივანე თუმანიშვილის მეუღლე



         ივანე თუმანიშვილი ქალიშვილთან ვერონიკასთან ერთად

ალფონს თუმანიშვილი









No hay comentarios:

Publicar un comentario